Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ ბიჭია
იურისტი
date of birth 1985

2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის ბაკალავრიატი. 2009 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში კერძო სამართლის მიმართულებით; 2012 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადოქტორო დისერტაციის თემა: "პირადი ცხოვრების დაცვა საქართველოს სამოქალაქო სამართლის მიხედვით" (სამეცნ. ხელმძღვანელი: პროფ. თ. ნინიძე).

2007 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა სახელმწიფო-საკვალიფიკაციო გამოცდა, ასევე ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2007-2008 წწ. გაიარა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატაში ერთწლიანი სტაჟირება; 2008 წლის იანვრიდან 2008 წლის ივლისამდე იყო იურიდიული ფირმა "სიმართლის" ზუგდიდის N5 ფილიალის ადვოკატი; 2008-2014 წწ. იურიდიული ფირმა "იურაითის" ადვოკატი, 2014 წლის სექტემბრიდან არის დამოუკიდებელი ადვოკატი; 2010-2011 წწ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2010 წლის მარტიდან ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, სპეციალისტი; 2011-2014 წწ. კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; 2012-2015 წწ. თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2015-2016 წწ. ამავე უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; 2013-2014 წწ. სდასუ-ს ასისტენტ-პროფესორი, 2014 წლის სექტემბრიდან 2019 წლის აგვისტომდე სდასუ-ს ასოცირებული პროფესორი; 2016 წლის თებერვლიდან ევროპის უნივერსიტეტის ასოც. პროფესორი; 2020 წლის ივნისის ბოლოდან გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

არის 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ორი მონოგრაფიის, სამი დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი, ასევე, ერთი უცხოური მონოგრაფიის მთარგმნელი. მისი ნაშრომები გამოცემულია როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე.

შრომები:

  • კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები: საზიარო უფლებები, დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება, უსაფუძვლო გამდიდრება, დელიქტური ვალდებულებები, თბ.: ბონა კაუზა, 2018.

ბიბლიოგრაფია