Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარინე ბოკერია
გეოგრაფი
date of birth 1939

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1961 წელს მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. არის 82 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. შესრულებული შრომები ეძღვნება მრეწველობის ტერიტორიული ორგანიზაციისა და გადაადგილების პრობლემებს, სოციალურ ინფრასტრუქტურას და ტრანსპორტის გადაადგილების საკითხებს, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების პრობლემებს. მუშაობს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ცალკეუ პრობლემებზე (მიმდებარე ტერიტორიის მრეწველობა, საქართველოს პორტები და საზღვაო ტრანსპორტი). ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებირივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. 

საკანდიდატოს დისერტაციის თემა - "ქალაქის ტერიტორიულ-სამრეწველო კომპლექსის ფორმირების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები (რუსთავის მაგალითზე)", დაიცვა 1979 წელს.

ბიბლიოგრაფია