Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე ბრეგაძე
ბიოლოგი
date of birth 1901

1921 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1937 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში დააარსა ცხოველთა ქცევის განყოფილება, 1952 წლამდე იყო ამ განყოფილების ხელმძღვანელი. 1960–1978 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრას; 1931 წელს დააარსა უმაღლესი ნერვული მოქმედებების განყოფილებები ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის ინსტიტუტში, 1933 წელს კი ჯანმრთელობის სახელმწიფო კომიტეტთან არსებულ დედათა და ბავშვთა დაცვის ინსტიტუტში; 1951 წელს ფიზიოლოგიური ლაბორატორია მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტში; 1926–1978 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ფიზკულტურის და ზოოვეტერინარულ და ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1971–1978 წლებში  ხელმძღვანელობდა უმაღლესი სასწავლებლების ფიზიოლოგთა სამეცნიერო კონფერენციებს. არის პირველი ნეიროთეოლოგიური გამოკვლევის ავტორი. ფიზიოლოგი. პირველი ქართველი ზოოფსიქოლოგი.

შრომები:

  • ხერხემლიან ცხოველთა ქცევის შედარებითი შესწავლისათვის, ტფ.: 1929.

ბიბლიოგრაფია