Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირინე აბესაძე

date of birth 1950

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის განყოფილება, სპეციალობა – ხელოვნების ისტორიკოსი.

2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების პროფესორი; კითხულობს ლექციებს ხელოვნების თეორიასა და XIX-XX საუკუნეების ქართული ხელოვნების ისტორიაში; 2009-2011 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 1999 წლიდან არის ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ფერწერის განვითარება 1914-1921 წწ. შალვა ქიქოძის შემოქმედების მაგალითზე", დაიცვა 1982 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეროვნული კულტურის ფაქტორი "ქართველ ხელოვანთა საზოგადოების" მოღვაწეობაში, 1916-1932 წწ.", დაიცვა 1999 წელს.

შრომები

  • დიმიტრი შევარდნაძე, თბ.: საქართველო, 1998.
  • ეროვნული კულტურის ფაქტორი ქართველ ხელოვანთა საზოგადოების მოღვაწეობაში, 1916-1932 წწ., თბ.: კენტავრი, 2021.
  • შალვა ქიქოძე, თბ.: ნეკერი, 2005.
  • შალვა ქიქოძე: მონოგრაფია, თბ.: ხელოვნება, 1990.
  • ყველაფერი ფიროსმანზე, თბ.: გრიფონი, 2013.

ბიბლიოგრაფია