Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

არჩილ ათანელიშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1932

დაამთავრა სტალინის სახ. უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1956 წელს.

არჩილ ათანელიშვილი არის 25 სამეცნიერო შრომის, 2 მონოგრაფიის და 2 თარგმანის ავტორი; მან გერმანულიდან ქართულად თარგმნა ლიზელოტე-ველსკოპფ-ჰენრიხის მხატვრული ნაწარმოები "დიდი ძუ დათვის ძენი", რომელიც 1979 წელს გამოსცა გამომცემლობა "ნაკადულმა"; ასევე მან რუსულიდან ქართულად თარგმა ზბიგნევ ბჟეზინსკის "დიდი საჭადრაკო დაფა", რომელიც 2014 წელს გამოსცა გამომცემლობა "არტანუჯმა"; ა. ათანელიშვილის ავტორობით ასევე გამოიცა "საქართველოს მაცნე" 1999 წელს და ისტორიული შრომა "სისხლიანი გაკვეთილები" თემაზე - უცხოელი ავტორები საქართველოს ისტორიის შესახებ 1918-1989 წლებში. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი (1967), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1987).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ გერმანულ თურქული ურთიერთობა 1949-1964 წლებში", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საბჭოთა საქართველოს ისტორიის ბურჟუაზიული ფალსიფიკაციის წინააღმდეგ", დაიცვა 1987 წელს.

  • საქართველოში სოციალიზმის მშენებლობის საკითების ბურჟუაზიული ფალსიფიკაციის კრიტიკა, თბ.: მეცნიერება, 1976.

ბიბლიოგრაფია