Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შოთა აკობია
მწერალი
date of birth 1920

1942 წელს დაუსწრებლად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1944–1945 წლებში მუშაობდა წალენჯიხის რაიონულ გაზეთ "სტალინელის" რედაქციაში; 1945–1950 წლებში კომპარტიის წალენჯიხის რაიონული კომიტეტის მდივნის თანაშემწედ; 1950–1954 წლებში გაზეთ "აფხაზეთის" რედაქციაში; 1954–1959 წლებში იყო ალმანახ "ლიტერატურული აფხაზეთის" რედაქტორი; 1959–1974 წლებში აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართული სექტორის გამგე; 1974 წლიდან "საქპრესის" აფხაზეთის განყოფილების გამგე; 1938 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი "ბაღში", 1951 წელს ლექსების პირველი წიგნი "სამშობლოს დილა". მასვე ეკუთვნის რომანები"თეთრი ჩრდილი", "სიყვარული და სინათლე", მოთხრობების წიგნები, საბავშვო ნაწარმოებები, აფხაზ მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვა. მონაწილეა რამდენიმე ანთოლოგიისა და კოლექტიური კრებულისა. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ და აფხაზურ ენებზე.

შრომები

  • დაბადების დღე: ლექსები, სოხუმი.: ალაშარა, 1973.
  • გზებს და შეხვედრებს.: ლექსები, თბ.: საბჭოთა მწერალი, 1962.
  • მზექალა: ლექსები, სოხუმი: ალაშარა, 1968.
  • თეთრი ჩრდილი: რომანი, სოხუმი.: ალაშარა, 1966.
  • კოსმონავტის საჩუქარი: ლექსები, თბ.: ნაკადული, 1966.
  • ლექსები, თბ.: ლიტერატურა და ხელოვნება, 1967.
  • ლექსები. პოემები, სოხუმი: აფხაზეთის სახელგამი, 1955.
  • პირველი სიყვარული: ლქსები, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1963.
  • მზექალა: მოთხრობები, სოხუმი: ალაშარა, 1968.
  • შენ გამახსენდი: ლექსები, სოხუმი: სახელგამი, 1957.

ბიბლიოგრაფია