Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერაბ ალავერდაშვილი
გეოგრაფი
date of birth 1952

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით.

დაიწყო მუშაობა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრაზე. 1979 წლიდან დაინიშნა კათედრასთან არსებულ სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ძირითადად მოცემულია მდინარეთა ნატანის ჩამონადენის ფორმირების თავისებურებანი, მათი რაოდენობრივი მახასიათებლების დადგენა და კალაპოტის პროცესების თავისებურებანი. 1968-1972 წლებში იყო საქართველოს ნაკრების წევრი საბაიდარო ნიჩბოსნობაში. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და ყოფილი სსრკ არაოფიციალური ჩემპიონი და პრიზიორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დასავლეთ საქართველოს მდინარეთა მყარი ჩამონადენის ფორმირების პირობები და გაანგარიშების მეთოდიკა", დაიცვა 1989 წელს.

შრომები

  • ჰიდრომეტრია, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2014.
  • ჰიდრომეტრიის ზაფხულის სასწავლო-საველე პრაქტიკის მეთოდური მითითებანი, თბ.: თსუ გამომცემლობა, 2005.
  • წყლის რესურსების ბალანსური კვლევა, თბ.: 2003.

ბიბლიოგრაფია