Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბონდო არველაძე
ენათმეცნიერი
date of birth 1932

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სომხური ფილოლოგიის განხრით.

მისი შრომები, რომლებიც ძირითადად ეძღვნება ქართულ-სომხურ ლიტერატურულ-კულტურულ ურთიერთობას, გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე. ბ. არველაძის წიგნებიდან აღსანიშნავია: "ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1967), "ნარკვევები XX საუკუნის ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან" (1969), "ოვანეს თუმანიანი და საქართველო" (1969), "მეგობრობის ნათელი ფურცლები" (1976), "ეღიშე ჩარენცი და საქართველო" (1977), "იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო", "ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობანი XIX-XX საუკუნეებში" (ქართული საზოგადოებისა და ხ. აბოვიანის, გ. სუნდუკიანის, ჰ. თუმანიანის შემოქმედება, 1978), "ვაჰან ტერიანი" (1985), "ძმობის ჩუქურთმა", "საიათნოვა" (1988) და სხვა. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1980).

შრომები

  • გაბრიელ სუნდუკიანი და ქართული სინამდვილე, თბ.: ხელოვნება, 1976.
  • ეღიშე ჩარენცი და საქართველო, თბ.: 1977.
  • ნარკვევები მეოცე საუკუნის ქართულ-სიმხური ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: მეცნიერება, 1969.
  • ავეტიქ ისაკიანი, თბ.: 1975.
  • იოსებ გრიშაშვილის პოეტური სამყარო, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1976.
  • ოვანეს თუმანიანი და საქართველო, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1969.
  • საიათნოვა, თბ.: 1988.
  • ხალხთა მეგობრობის დიდი ქომაგი: გამოჩენილი სომეხი პოეტის ვაჰან ტერიანის დაბადების 100 წლისთავის გამო, თბ.: 1985.
  • ძმობის ჩუქურთმა, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1987.

ბიბლიოგრაფია