Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირინა არსენიშვილი

date of birth 1943

1966 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა სტაჟირება ხელოვნების სპეციალობით.

1970-1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1974-1975 წლებში  მივლინებული იყო იტალიაში სადისერტაციო ნაშრომზე სამუშაოდ, სადაც ხელმძღვანელობას უწევდა ხელოვნებათმცოდნე ჯულიო-კარლო არგანი; 1977 წელს ქ. მოსკოვში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა მე-15 საუკუნის იტალიელი მხატვრის კარლო კრიველის შემოქმედებას ( ხელმძღვანელი მიხეილ ალპატოვი); 1974-2006 წწ. მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2001 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, რომელიც ეძღვნებოდა ქართული დაზგური ფერწერის განვითარებას; 1998-2006 წწ. იყო თსუ ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მთავარ კონსერვატორად, საგამოფენო პოლიტიკის კოლექციების შესწავლისა და თანამედროვე მეთოდოლოგიით მათი აღწერის მიმართულებით. მისი თაოსნობით უნივერსიტეტში იმართებოდა საერთაშორისო კონფერენციები, გამოიცემოდა სამეცნიერო შრომების კრებულები. არის ავტორი ორი მონოგრაფიისა და ათეულობით სამეცნიერო სტატიისა, რომლებმაც საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი წიგნის "ქართული დაზგური ფერწერა" (XVIII საუკუნის II ნახევარი - XX საუკუნის 20-იანი წლები) პირველი ინგლისურენოვანი ვერსია 2009 წელს ნიუ-იორკში გამოიცა.

ბიბლიოგრაფია