Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნუგზარ არჩვაძე
გეოგრაფი
date of birth 1941

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1963 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. წლების მანძილზე საექსპედიციო, საფონდო და ლიტერატურულ მასალებზე დაყრდნობით გამოკვლეული აქვს საქართველოს ცალკეული რეგიონების შესწავლის მეთოდიკა, ლანდშაფტების კარტირებისა და კლასიფიკაციის ზოგიერთი საკითხი; გამოკვლევების ნაწილი სცილდება რეგიონულ ფარგლებს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა სუბტროპიკული ვაკე ტერიტორიების მიმართ, ხოლო კლასიფიკაცია მთიანი ტერიტორიებისათვისაც. გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ასახულია ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტების, ბუნებათსარგებლობის თეორიული და მეთოდოლოგიური საკითხები. აქტიურად მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში. ქ. თბილისის მე-2 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი. მინიჭებული აქვს მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია (1998). გეოგრაფიის დოქტორი.

დისერტაციის თემა - "მთიანი რეგიონების ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსები და მათი გამოყენების შესაძლებობა სახალხო მეურნეობაში (ქვემო ქართლის მაგალითზე)", დაიცვა 1981 წელს.

ბიბლიოგრაფია