Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

როზეტა ასათიანი
ეკონომისტი
date of birth 1939

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი.

1972-2006 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ ასისტენტის, შემდგომ დოცენტისა და 1993-2006 წლებში პროფესორის თანამდებობაზე. 2007-2010 წლებში იყო თბილისის საბაზრო ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის სრული პროფესორი, ამჟამად არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის: მონოგრაფიები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ეკონომიკისა და ბიზნესის განმარტებითი ლექსიკონები და ბროშურები; მრავალი სტატიის ავტორია ქართულ ენციკლოპედიაში, თანაავტორი და მთავარი რედაქტორი პირველი ქართული სახელმძღვანელოსი ეკონომიკურ თეორიაში(1998). 40-ზე მეტი მონოგრაფიის მეცნიერ-რედაქტორია. 1993 წელს ჩამოაყალიბა სტატისტიკური სამსახური "ბარომეტრის" სახელწოდებით, გამოსცა სტატისტიკური კრებულები სერიით - საქართველო და გარე სამყარო, სახელდობრ "მოსახლეობა ციფრებში"(1995), "მსოფლიო ციფრებში"(200).  ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1993), პროფესორი(1994). რ. ასათიანის კვლევის სფეროა მაკროეკონომიკის თეორიული და პრაქტიკული ხასიათის ამოცანათა ფართო წრე. მიღებული აქვს საქართველოს ეკონომისტთა საზოგადოების სამეცნიერო პრემია (1988), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო პრემია (2008).

შრომები

  • გიორგი ადეიშვილი, თბ.: 2000.
  • ეკონომიკური თეორია და ეკონომიქსი: ერთიანობა და განსხვავება, თბ.: სიახლე, 2005.
  • ეკონომიქსი = economics. განმარტებითი ლექსიკო. მეორე გადამუშავებული გამოცემა, თბ.: სიახლე, 2003.
  • თანამედროვე ეკონომიკის მცირე ენციკლოპედია, თბ.: სიახლე, 2014.
  • მეოცე საუკუნის მსოფლიო ეკონომიკის კონცეპტრუალური ანალიზი და საქართველოს ეკონომიკური პორტრეტი, თბ.: სიახლე, 2015.
  • მომსახურება და საბაზრო სისტემა, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1993.
  • მოსახლეობა ციფრებში: მოკლე სტატიების კრებული, თბ.: 1995.
  • პატარა ქვეყანას დიდი შეცდომების უფლება არა აქვს: ეკონომიკური მიმოხილვა: ნაწილი 1, თბ.: სიახლე, 2005.
  • საზოგადოებრივი სექტორის ეკონომიკა = public sector economics სახელმძღვანელო, თბ.: სიახლე.
  • საით მიდის საქართველო? სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური ანალიზი, თბ.: 2004.
  • საქართველოს ეკონიმია: წარსული, აწმყო, პერსპექტივა: მოკლე მიმოხილვა, თბ.: სიახლე, 2002.
  • ფული და ფულადი სისტემები, თბ.: სიახლე, 1996.
  • ფული და ფულადი სისტემები, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1991.

ბიბლიოგრაფია