Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლია ახალაძე
ისტორიკოსი
date of birth 1966

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი ისტორიის სპეციალობით და ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა წყაროთმცოდნეობა, ისტორიოგრაფიის განხრით.

1995 წლიდან მუშაობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, ჯერ ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2001-2005 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. 2006-2008 წლებში თსუ სოხუმის ფილიალისა და სოხუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; 2008-2011 წლებში იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 2011 წლიდან განათლების ფაკულტეტის დეკანი; 1999 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები აფხაზეთში IX-XVII სს"; არის საერთაშორისო პერიოდული ჟურნალის "განათლების" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; X კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს (2009-2011 წწ.) და მასწავლებლის წიგნის თანაავტორი; იკვლევს საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, პალეოგრაფიისა და ეპიგრაფიკის საკითხებს, ისტორიის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებს. გამოქვეყნებული აქვს 70 - ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 3 მონო­გრაფია, 1 სასკოლოდა 2 მეთოდური სახელმძღვანელო მასწავ­ლებლე­ბისათვის თანაავტორობით (ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე). მონაწილეობს საერთაშორისო და ეროვნულ საგრანტო პროექტებში, საერთაშორისო და რეს­პუბ­ლიკური მასშტაბის სამეცნიერო კონგრესებსა და ფორუმებში. მიღებული აქვს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

ბიბლიოგრაფია