Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხარიტონ ახვლედიანი
ისტორიკოსი
date of birth 1904

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს.

1936–1938 წლებში მუშაობდა ბათუმის სახალხო განათლების განყოფილების გამგედ. 1939–1987 წლებში იყო აჭარის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. იკვლევდა სამხრეთ საქართველოს ისტორიის, სოციალურ–პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგად გამოვლინდა, აღირიცხა და მუზეუმების ფონდებს ჩაბარდა ექსპონატები, დოკუმენტები, ხელნაწერი წიგნები. მისი რედაქტორობით გამოიცა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შრომათა კრებულები. სამხრეთ საქართველოს მკვლევართათვის მნიშვნელოვანია ხარიტონ ახვლედიანის "სამხრეთ საქართველოს ბიბლიოგრაფია" (1960, ბათუმი). 2005 წელს აჭარის სახელმწიფო მუზეუმს მიენიჭა ხარიტონ ახვლედიანის სახელი.

1963 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

შრომები

  • ნარკვევი აჭარის ისტორიიდან: მე16-19 საუკუნეები), ბათუმი.: აჭარის სახელგამი, 1943.
  • სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში, ბათუმი.: სახელგამი, 1956.
  • სამხრეთ საქართველოს ბიბლიოგრაფია, ბათუმი.: სახელგამი, 1960.

ბიბლიოგრაფია