Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ ახვლედიანი
ენათმეცნიერი
date of birth 1924

 (1924) - ენათმეცნიერი

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი სემიტოლოგიის სპეციალობით.

1950–1960 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სწავლული მდივანი, 1960–1974 წლებში კი აკად. გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1947 წლიდან მუშაობდა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. არის არაბისტიკისა და სემიტური ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგში ნაშრომების ავტორი. იკვლევდა შუა აზიის არაბულ დიალექტებს. მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფია ბუხარის არაბულ დიალექტზე. ვლადიმერ ახვლედიანის კვლევით მუშაობაში დიდი ადგილი ეთმობა არაბულ გრამატიკულ აზროვნების ისტორიას. მუშაობდა სემიტურ ენათა, პირველ რიგში არაბული ენის ფონეტიკა–ფონოლოგიის პრობლემებზე (პროტოსემიტური და პროტოარაბული ფონოლოგიური სისტემების რეკონსტრუქციის საკითხები).

1968 წლიდან არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, 1987 წლიდან - პროფესორი.

შრომები

  • ტიპოლოგიური ძიებანი: კრებული, თბ.: 1988.

ბიბლიოგრაფია