Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ერლომ ახვლედიანი
მწერალი
date of birth 1933

1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1959-1960 წლებში მუშაობდა კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოებაში ინსპექტორად; 1967-1968 წლებში საქართველოს ტელე–რადიო კომიტეტში მხატვრული ტელეფილმების უფროს რედაქტორად; 1971-1972 წლებში იყო სტუდია "ქართულ ფილმთან" არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი; 1979-1987 წლებში სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი; მისი ნაწარმოებები თარგმნილია და გამოქვეყნებულია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე; არის 15 ფილმის სცენარის ავტორი და თანაავტორი, მათ შორისაა "აპრილი", "ფიროსმანი", "ივანე კოტორაშვილის ამბავი", "ამაღლება", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "არასერიოზული კაცი", "ცხელი ზაფხულის სამი დღე", "ძნელი დასაწყისი", "გზა შინისაკენ", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" და სხვა.

2011 წელს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია "საბა", წლის საუკეთესო რომანისათვის - ,,კოღო ქალაქში’’.
 

შრომები

  • ძველი და ახალი / გამომცემელი: მ. კარტოზია, რედაქტორი: პაატა ნაცვლიშვილი, თბ.: 2003.

ბიბლიოგრაფია