Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ ანთაძე
მწერალი
date of birth 1956

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს, თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1987 წელს.

1979-1986 წლებში იყო სახკინოს რედაქტორი; 1991-1995 წლებში კინოკომპანია "შემოქმედის" გენერალური დირექტორი; 1995-2004 წლებში  "ზღაპრის თეატრის" ხელმძღვანელი; "ზღაპრის ჟურნალისა" (2001) და "ზღაპრის გაზეთის" გამომცემელი და რედაქტორი (2002-2004); 2004-2007 წლებში განათლების სამინისტროს ბავშვთა ესთეტიკური ცენტრის დირექტორი; ნ. დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის მმართველი რეჟისორი (2007); 1986 წლიდან კ/ს "ქართული ფილმის" რეჟისორი; არის ავტორი სასწავლო მეთოდისა "თეატრალიზებული სწავლა/სწავლება; რომანებისა "პურის მარცვალი"(1984), "კომედიანტის საათი"(1991), "ცოფი"(2005) და პროზაული კრებულებისა. გადაღებული აქვს ფილმები: "მეჯლისი გაყიდულ სახლში(1986), "ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან"(1988), "30 სანტიმეტრი ზღვის დონიდან" (1989), "ოქროს ობობა" (1992) და სხვა. დადგმული აქვს 40-მდე ზღაპარ-სპექტაკლი, მათ შორის: "ნაცარქექია", "ორი ცრუპენტელა", "ტელეფონი", "კონკია", "ფიფქია", "კომბლე", "თოვლის ბაბუას არჩევნები", "ჰარი პოტერი და მისი მეგობრები", "ზღაპარი მუსიკის შესახებ" და სხვა.

ბიბლიოგრაფია