Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ამირხანაშვილი
ფილოლოგი
date of birth 1959

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1983 წლიდან მუშაობს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ლაბორანტად, მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ამჟამად არის ამ ინსტიტუტის რუსთველოლოგიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 1987-2007 წლებში იყო გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" კრიტიკის განყოფილების გამგე. 1998-1999 წლებში მუშაობდა კულტურის ინსტიტუტში.  2001-2005 წლებში თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1994-1995 წლებში ამავე უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. 1998 წელს იყო "ახალი ქართული გაზეთის" განყოფილების გამგე. 2000-2006 წლებში იყო ჟურნალ "ცისკრის" პროზის განყოფილების რედაქტორი. ამჟამად არის ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" პროზის რედაქტორი. პირველი კრიტიკულ-ლიტერატურული სტატია გამოაქვეყნა 1981 წელს ალმანახ "პირველ სხივში". ავტორია ოცამდე სამეცნიერო და 500-მდე ლიტერატურული სტატიისა, რომლებიც გამოქვეყნებული აქვს გაზეთებში "ლიტერატურული საქართველო", "ახალი ქართული გაზეთი", "ქომაგი", "ჩვენი მწერლობა" და სხვა, ჟურნალებში "მნათობი", "მაცნე", "ცისკარი", "ომეგა", "საგურამო", "ლიტერატურული პალიტრა", "ლიტერატურა და სხვა", "კრიტიკა", "სჯანი", "ლიტერატურული ძიებანი".

სადისერტაციო თემა - "დავით გურამიშვილის პოეტური აზროვნების თავისებურებანი (სიმბოლო და ალეგორია)", დაიცვა 1991 წელს.

ბიბლიოგრაფია