Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონსტანტინე აბდუშელიშვილი
გეოგრაფი
date of birth 1934

1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეოგრაფიის სპეციალობით.

1960 წლიდან მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ბოლოს გლაციოლოგიის ლაბორატორიის გამგედ. გამოქვეყნებული აქვს 64 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც მოცემულია ზვავების წარმოქმნის თავისებურებანი, ტერიტორიის ზვავსაშიშროება, ზვავების ვერტიკალური განაწილება და გენეტიკური ტიპები, სხვადასხვა გენეზისის ზვავების წინასწარმეტყველებისა და ზვავსაწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშვების საკითხები, ზვავების რეჟიმი და გავრცელების თავისებურებანი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიისა და დაღესტნის ასსრ თოვლის ზვავები და ზოგიერთი ზვავის სახეობის პროგნოზის მეთოდი", დაიცვა 1970 წელს.

ბიბლიოგრაფია