Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გვანცა აბდალაძე
ისტორიკოსი
date of birth 1974

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და ხელოვნების და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის უცხოური ენების განყოფილება (ინგლისური ენა). 2000 წელს ამავე უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.

2009 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა კალიფორნიის უნივერსიტეტში (JFDP პროგრამის მონაწილე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება) მიწვეულ მკვლევრად.

2000 წლიდან მუშაობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიურ და ადმინისტრაციულ თანამდებობებზე საერთაშორისო ურთიერთობების განხრით; არის აშშ-სა და ევროკავშირის სხვადასხვა პროექტების მონაწილე. გამოქვეყნებული აქვს 30 სამეცნიერო ნაშრომი, არის სასკოლო და საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.

 სადისერტაციო თემა - "საქართველოს მეფეთა მეფე გიორგი IV ლაშა - 1206-1223", დაიცვა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია