Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო აბაშიძე
მწერალი
date of birth 1910

1934 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარმაკო-ქიმიური ფაკულტეტი.

პირველი მოთხრობა - "ალაზნის პირას" - გამოაქვეყნა 1947 წელს. 1953 წელს გამოვიდა კრებული: "მოთხრობები", 1963 წელს - "შეხვედრა თერგზე", 1974 წელს კიდევ "მოთხრობები" და სხვა. მისი ბოლო ნაწარმოები "დრო და სასჯელი", ეძღვნება კომუნისტური რეჟიმის პირობებში გადატანილ პირად  უდიდეს ტკივილს. მასში ასახულია 20-იანი წლების საქართველოს ისტორია; ეს იყო დევნა ქართველი თავად-აზნაურობისა, მათი სრული განადგურების მიზნით. აღნიშნული ნაწარმოები მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა ჟურნალ "კლდეკარში"(1997,2(11)). ნინო აბაშიძე იყო პირდაპირი შთამომავალი კრწანისის ომის გმირის, იოანე კახთ-აბაშიძისა.

ბიბლიოგრაფია