Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ოთარ ჭელიძე
პოეტი
date of birth 1925

1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი, ხოლო 1952 წელს - მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.

მუშაობდა გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტისა" და ჟურნალ "ნიანგის" რედაქციაში. 1966-1974 წლებში იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვრული რედაქციის გამგე; გამომცემლობა "ნაკადულის" რედაქტორი. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1941 წელს. ცალკე წიგნებადაა გამოცემული მისი პოემები: "რაჭველები", "პოემები", "რჩეული პოემები". მან თარგმნა ა. ტვარდოვსკის "ვასილი ტიორკინი", "შორეთს იქით შორეთი", "ზღაპრული ქვეყანა" და ა. პუშკინის "ევგენი ონეგინი". მისი ლექსები და პოემები ნათარგმნია რუსულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ყაზახურ, ლიტვურ, აგრეთვე ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ბულგარულ, რუმინულ ენებზე.

1995 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ბიბლიოგრაფია