Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ ჭელიძე
მათემატიკოსი
date of birth 1906

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1930 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ამავე უნივერსიტეტში; 1950-1978 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიისა და ფუნქციონალური ანალიზის კათედრის გამგე; 1951- 1952 წლებში იყო საქართველოს ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. ძირითადი ნაშრომები ეძღვნება ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიას. მან ააგო ფართო აზრით დანჟუას ორმაგი ინტეგრალის თეორია; ჯერად მწკრივთა და L2-კლასის ფურიეს ორმაგ მწკრივთა თეორიაში მიიღო შეჯამებადობისა და თითქმის ყველგან კრებადობის აუცილებელი და საკმარისი პირობები; შეისწავლა ვარიაციათა აღრიცხვის ძირითადი ამოცანა სივრცის შემთხვევაში, განაზოგადა ჰაარისა და დიუბუა-რეიმონის კლასიკური შედეგი და სხვ. 

1950 წლიდან არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1951 წლიდან პროფესორი. 1961 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ბიბლიოგრაფია