Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გია ჭანტურია
გეოგრაფი
date of birth 1958

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ფაკულტეტი საერთაშორისო მიმომხილველის სპეციალობით 1982 წელს; თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული უცხო ენების შემსწავლელი ორწლიანი კურსები ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1990 წელს; 1986-1990 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. სხვადასხვა წლებში სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის უნივერსიტეტში, საზოგადოება "ცოდნის" გამგეობასთან არსებული "საერთაშორისო ურთიერთობისა და საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის ისტორიის" სკოლაში.

უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკურ სასახლეში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1982 წლიდან მუშაობდა თბილისის 55-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1987-2000 წლებში სკოლის დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2000 წლიდან სკოლის დირექტორად; 1985-1999 წლებში იყო ვაკის რაიონის მთავარი სპეციალისტი გეოგრაფიაში; 1997 წელს მიენიჭა მასწავლებლის უმაღლესი კატეგორია. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, სახელმძღვანელოები. იყო IX და X კლასის მსოფლიოს სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური გეოგრაფიისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორი. გამოცემული აქვს წიგნები მსოფლიო მონარქიულ ქვეყნებზე და სამეფო ოჯახებზე.

ბიბლოგრაფია