Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მარიამ წიკლაური
მწერალი
date of birth 1960

1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.

მუშაობდა პედაგოგად, სხვადასხვა გამომცემლობის რედაქტორად. რადიო "ივერიაში" უძღვება ორ საავტორო გადაცემას: "საუბრები საბავშვო ლიტერატურაზე" და ლიტერატურული სალონი "ერთი საათი". იგი ინიციატორია საქართველოში "ქართული საბავშვო წიგნის დღის - 27 ოქტომბრის" დაწესებისა. არის ამავე ფონდის ეგიდით გამომავალი საბავშვო ლიტერატურული ალმანახის რედაქტორი; არის ა(ა)იპ "პოეზიის მეგობართა კლუბის" დირექტორი და კულტურის სამინისტროს პროექტის "ცოცხალი წიგნების" კოორდინატორი; თარგმნილი აქვს უკრაინელი, ლიეტუველი, ჩინელი, რუსი, პოლონელი, ინგლისელი, ნორვეგიელი, ბერძენი ავტორების ლირიკული და საბავშვო ლექსები; ეს თარგმანები შესულია სხვადასხვა კრებულებში და გამოცემულია ცალკე წიგნებადაც; მისი ნაწარმოებები შესულია სხვადასხვა კრებულში, ანთოლოგიაში, სახელმძღვანელოში. მისი ლექსები, თარგმანები, წერილები, ესეები სისტემატურად ქვეყნდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. ლექსები თარგმნილია რუსულ, ლიტვურ, ინგლისურ ენებზე. მ. წიკლაურის ლექსები შესულია 2011 წლის "მსოფლიო პოეზიის ალმანახში" (World Poetry Almanac 2011, 180 Poets from 100 Countries); დაბეჭდილია იტალიაში 2014 წელს გამოცემულ ქართული პოეზიის მცირე ანთოლოგიაში "ვაზი და კალამი", გერმანულ ენაზე გამოცემულ ქალი პოეტების ანთოლოგიაში "მე ბევრი ვარ", იტალიაში გამოცემულ სამოქალაქო პოეზიის კრებულში „როცა ქვეყნებს სძინავთ“, ლიტვური თარგმანები დაიბეჭდა 2012 და 2015 წელს ლიტვურ პერიოდიკასა და საფესტივალო ალმანახებში და კრებულებში; 2016 წელს სანკტ-პეტერბურგში გამოცემულ საბავშვო კრებულში 6 ქართველ ავტორთან ერთად დაიბეჭდა მისი ლექსების რუსულენოვანი თარგმანები; არის შემდგენელი და გამომცემელი პირველი ორენოვანი, ქართულ-ინგლისური ანთოლოგიისა "ქართველი პოეტი ქალები"(2016); მისი ლექსები დაიბეჭდა ლონდონში გამომავალ ალმანახში „POEM-MAGAZINE”.

ბიბლიოგრაფია