Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელიზბარ წითლანაძე
მათემატიკოსი
date of birth 1911

1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1937 წლიდან მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე, პარალელურად კითხულობს ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1944- 1945 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი დაუსწრებელი სწავლების დარგში; 1945 -1947 წლებში მუშაობს მოსკოვის სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში უმაღლესი მათემატიკის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე; 1947-1955 წლებში იყო თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის კათედრის გამგე, ხოლო 1955 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მათემატიკის კათედრას; აღზარდა სტუდენტთა და ასპირანტთა ღირსეული თაობები. 1969-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ფაკულტეტის დეკანი.


ელიზბარ წითლანაძე დიდ ყურადღებას აქცევდა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების შექმნას. პროფ. ვლ. ჭელიძესთან ერთად იგი ავტორია ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელოსი "მათემატიკური ანალიზის კურსი" ორ ტომად. იგი ამ სახელმძღვანელოს მესამე ტომის ავტორია. ძირითადი შრომები მიუძღვნა ფუნქციონალურ ანალიზსა და გლობალურ ვარიაციათა აღრიცხვას. 

1970 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ბიბლიოგრაფია