Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ემილ წერეთელი
გეოგრაფი
date of birth 1932

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით.

1955 წელს იყო სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციის გეოლოგი; 1956-1958 წლებში სსრკ გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-7 რაიონის ექსპედიციის ინჟინერ-გეოლოგი; 1958-1960 წლებში გეოლოგიის სამინისტროს მე-4 სამმართველოს მე-6 რაიონის ექსპედიციის გეოლოგიური რაზმის უფროსი; 1960-1963 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ასპირანტი; 1964-1968 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს საინჟინრო-გეოლოგიური პარტიის უფროსი; 1969-1971 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული კომპლექსური ჰოდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური სადგურის მთავარი გეოლოგი; 1972-1978 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური განყოფილების უფროსი; 1978-1991 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსის მოადგილე; 1992-1997 წლებში საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს "საქინჟგეოდაცვის" უფროსი; 1998-2005 წლებში საქართველოს გეოლოგიური დეპარტამენტის ბუნების სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების ცენტრის გენერალური დირექტორი; 2006-2008 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ბუნების სტიქიური პროცესების, საინჟინრო-გეოლოგიური და გეოეკოლოგიური კვლევების სამმართველოს უფროსი; 2008-2011 წლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროების და გეოლოგიური გარემოს მართვის დეპარტამენტის უფროსი; 1992 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი; 2011 წლიდან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური საშიშროებების მართვის დეპარტამენტის უფროსი. 1966 წლიდან კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საინჟინრო-გეოლოგიაში, მეოთხეული პერიოდის გეოლოგიაში, ბუნების კატასტროფული მოვლენებისა და  გეოეკოლოგიის საფუძვლებში. 1962-2008 წლებში გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნიერო სტატია, ცალკეული პუბლიკაცია და მონოგრაფია რუსეთში, უზბეკეთში, თურქეთში, ჩინეთში, შვედეთში, ინგლისში, იტალიაში, აშშ და კანადაში და მათ შორის UNESCO-ს და UNEP-ის ხაზით. არის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეოთხეული პერიოდის შემსწავლელი და მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების კომისიების წევრი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოდინამიკის შემსწავლელი კომისიის ასოცირებული წევრი; რუსეთის ღვარცოფული პროცესების შემსწავლელი საბჭოს ასოცირებული წევრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს წევრი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდის გეომორფოლოგია", დაიცვა 1966 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენები და მდგრადი განვითარების პრობლემა საქართველოში და მოსაზღვრე ტერიტორიებზე", დაიცვა 2003 წელს.

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით 2011 წელს.

ბიბლოგრაფია