Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იულია ძიძიგური
გეოგრაფი
date of birth 1914

1937 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. იქვე გაიარა ასპირანტურის კურსი ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით ფიზიკურ ქვეყანათმცოდნეობაში.

1941-1944 წლებში პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში; 1945-1952 წლებში იყო ზუგდიდის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო სამასწავლებლო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე და გეოგრაფიის კათედრის გამგე; 1952-1953 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროს უმაღლესი სკოლების სამმართველო უფროსი ინსპექტორი, შემდეგ სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში ისტორიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1957-1985 წლებში იყო გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში ჯერ დოცენტი გეოგრაფიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ ამავე კათედრის გამგე; 1985 წლიდან თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრის დოცენტი. სასწავლო-პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად იგი სამეცნიერო მოღვაწეობასაც ეწეოდა. მისი სადისერტაციო ნაშრომი ძირითადად ავტორის მიერ ველზე მოპოვებული მასალების მიხედვითაა გაკეთებული. ავტორია 53 სამეცნიერო შრომისა, მათ შორის, 23 გამოქვეყნებულია. მისი სამეცნიერო მუშაობა კომპლექსურ ხასიათს ატარებდა. ამასთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას. მისი მონაწილეობით თარგმნილია "სსრკ ფიზიკური გეოგრაფიის" სახელმძღვანელო და პრაქტიკუმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამეგრელოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათებისათვის", დაიცვა 1950 წელს.

1945-1950 წლებში იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ზუგდიდის ფილიალის თავმჯდომარე.

1980-1986 წლებში იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების გორის ფილიალი თავმჯდომარე.

ბიბლიოგრაფია