Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დიანა ძიძიგური
ბიოლოგი
date of birth 1949

1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი ბიოლოგ-ქიმიკოსის სპეციალობით.

1971-1983 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე განვითარების ბიოლოგიის ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001-2006 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და განვითარების ბიოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის მორფოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი; 2009 წლიდან - ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის საფაკულტეტო მნიშვნელობის სტრუქტურული ერთეულის "ბიოეფექტური ტექნოლოგიების ფუნდამენტური კვლევების" სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. საერთაშორისო საგრანტო პროექტების მონაწილე; ჟურნალ "Medical news"-ის ექსპერტი; მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე; რეგენერაციის საერთაშორისო ევროპული ასოციაციის კონფერენციის ორგანიზატორი; 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ციტოლოგიის სახელმძღვანელოს ავტორი; კითხულობს სალექციო კურსებს: ციტოლოგია, უჯრედის ბიოლოგია და სხვა; ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი. კვლევის თემა: პარენქიმული ორგანოების ადაპტაციური ზრდის მექანიზმები. 

ბიბლიოგრაფია