Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ომარ ძაგნიძე
მათემატიკოსი
date of birth 1935

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. ასპირანტურა - 1962 წელს.

1962-1966 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ასისტენტად; 1966 წლიდან მუშაობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში: 1966-1970 წლებში იყო უმცროსი, 1970-1989 წლებში უფროსი, 1989-2006 წლებში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე; 2006 წლიდან უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზეა.

ნამდვილი ცვლადის ფუნქციებისთვის შემოიღო კუთხური გრადიენტის და ძლიერი გრადიენტის ცნება; დაადგინა ძლიერი გრადიენტის თითქმის ყველგან არსებობა ცვლადსაზღვრებიანი ორმაგი ინტეგრალისთვის და ცვლადსაზღვრიანი პარამეტრის შემცველი ინტეგრალისთვის; შემოიღო ორი ცვლადის ფუნქციის გლუვობის ცნება (რიმანის აზრით) და დაადგინა გლუვობის კავშირი დიფერენცირებადობასთან და სიმეტრიულ დიფერენცირებადობასთან; გამოიკვლია ორგანზომილებიან სფეროზე ფურიეს ანალიზის საკითხები L2 სივრცის ფუნქციებისათვის; დაამტკიცა ფურიეს ორმაგი ტრიგონომეტრიული მწკრივების წევრობრივი ინტეგრების მართლზომიერება, თუნდაც მწკრივი განშლადი იყოს ყველგან. მის მიერ შემოღებული H-წარმოებულისთვის დაადგინა კლასიკური ანალიზის ყველა ფორმულა-წესის მართებულობა; გარდა ამისა, დაადგინა H-წარმოებულის არსებობის აუცილებელი და საკმარისი პირობები - კოში-რიმანის პირობების ანალოგიური; კვატერნიონული ფუნქციისთვის, როგორც ორი კომპლექსური ცვლადის ფუნქციისთვის, მიიღო ინტეგრალური და ხასისხოვანი მწკრივით წარმოდგენები.

ბიბლიოგრაფია