Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დავით ჩხიკვიშვილი
ისტორიკოსი
date of birth 1921

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1946-1948 წლებში სწავლობდა საქართველოს კომპარტიის ცკ-სთან არსებულ უმაღლეს პარტიულ სკოლაში; მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში როგორც მფრინავი; 1948-1954 წლებში მუშაობდა საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიაში; 1954-1955 წლებში იყო  საქართველოს კომპარტიის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; 1955-1956 წლებში საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1956-1957 წლებში საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1957-1961 წლებში საქართველოს კულტურის მინისტრი; 1961-1969 წლებში თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1972-1980 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1981-1987 წლებში საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი. არის 100-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომის ავტორი, მათ შორის, მონოგრაფიების.

1964 წლიდან ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, 1968 წლიდან პროფესორი, მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

1981 წლიდან არის საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე.

ბიბლიოგრაფია