Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა ჩხეტია
ისტორიკოსი
date of birth 1899

1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი.

1924 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალურ არქივში სხვადასხვა თანამდებობაზე: საინსპექტორო-საინსტრუქტორო განყოფილების გამგე, საორგანიზაციო განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე, სამეცნიერო-მეთოდიკური განყოფილების გამგე და არქივთმეცნიერების კაბინეტის გამგე.

1929 წლიდან მოღვაწეობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრაზე. 1933 წლიდან მუშაობდა სამეცნიერო აკადემიის ამიერკავკასიის ფილიალშო უფროსი მეცნიერ-მუშაკად. პარალელურად, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1933 -1936 წლებში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში კითხულობდა არქეოგრაფიას, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - არქივთმეცნიერების კურსს; 1940 წლიდან თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინისტიტუტში საქართველოს ისტორიის კურსსს; სხვადასხვა დროს მუშაობდა საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა დიდ არქივში: მოსკოვში, ლენინგრადში, ხარკოვში, კიევში, ყირიმში, ბაქოში, ერევანში, ეჩმიაძინში და სხვა. ეწეოდა ნაყოფიერ მეცნიერულ მოღვაწეობას საქართველოს ისტორიისა და არქივთმეცნიერებაში, რომელთა დიდი ნაწილი იბეჭდებოდა ცალკე წიგნებად, პერიოდულ გამოცემებში, პრესაში. მისი უშუალო მონაწილეობით რუსეთის სიძველეთა საცავებიდან ჩამოტანილია არაერთი ხელნაწერი წიგნი და ისტორიული დოკუმენტი, ეს ხელნაწერები დღემდე დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში. მრავალი წლის განმავლობაში იყო საქართველოს მთავარი საარქივო სამართველოს პერიოდული გამოცემის "საისტორიო მოამბის" რედაქტორი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1942). პირადი არქივი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

ბიბლიოგრაფია