Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თამაზ ჩხენკელი
ფილოლოგი
date of birth 1927

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში.

გამოქვენებული აქვს მრავალი ნაშრომი ასომთავრული ანბანის შექმნის, მისი გრაფიკული და რიცხვული სტრუქტურის შესახებ. მას ეკუთვნის ცნობილი მონოგრაფიები და ლიტერატურული წერილები, რომელთა შორის მონოგრაფია "ტრაგიკული ნიღბები" ქართული მწერლობის კრიტიკაზე შექმნილი საუკეთესო წიგნია. ნათარგმნი აქვს: ბო ძიუ–ი, ლექსები; რ. თაგორი "გიტანჯალი", "ბენგალია", "ბჰაგავატგიტა", დანტე "ახალი ცხოვრება", "ინდური საგალობლები", "აღმოსავლური ლირიკა", ჰომეროსის "ოდისეა" და სხვ.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "პიროვნების გარდაქმნის მითოსური საფუძველი ვაჟა–ფშაველას პოემებში", დაიცვა 1972 წელს.

1977 წელს მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, 1997 წლიდან ღირსების ორდენის კავალერია, ხოლო 2002 წლიდან თბილისის საპატიო მოქალაქეა.

ბიბლიოგრაფია