Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მერაბ ჩუხუა
ფილოლოგი
date of birth 1964

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1986–1993 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი, ისტორიულ–ეტიმოლოგიური ლაბორატორიის გამგე; 1990–1991 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მდივანი; 1992–1993 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის – ზ. გამსახურდიას საგანგებო პოლიტიკური რწმუნებული საქართველოში; 1994–1995 წლებში ინგუშეთის რესპუბლიკის ქ. ნაზრანის სკოლის პედაგოგი; 2003–2006 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთის იბერიულ–კავკასიურ ენათა განყოფილების მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან ქართველურ ენათა განყოფილების გამგე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი; 2008-2012წწ. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. ავტორია 3 მონოგრაფიის,  წიგნების და 100–მდე სტატიისა.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბგერათშესატყვისობათა სისტემა ქართველურ-ნახურ ენებში", დაიცვა 2006 წელს.

ბიბლიოგრაფია