Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გივი ჩიღვინაძე
მწერალი
date of birth 1960

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა გამომცემლობა "ნაკადულში", იყო "სალიტერეტურო გაზეთის" პასუხისმგებელი მდივანი, გაზეთ "შარავანდის" პასუხისმგებელი რედაქტორი, გაზეთ "რაეოს" მთავარი რედაქტორის მოადგილე; გამომცემლობა "საუნჯის" რედაქტორი; მისი ლექსები, მოთხრობები და საბავშვო ნაწარმოებები დიდი ხანია იბეჭდება ქართულ სალიტერატურო და საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში; არის ლიტერატურულ კონკურს "პენ-მარათონის" ოთხგზის ფინალისტი და პრიზიორი, ლიტერატურულ კონკურს "ლექსების გამოფენის" სამგზის ფინალისტი, წმინდა ნინოს სახელობის ფესტივალის ორგზის გამარჯვებული, გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურს "ერთგულების" სპეციალური პრიზის მფლობელი, ლიტერატურულ კონკურს "ემიგრანტის წერილის" გამარჯვებული (მეორე ადგილი პროზაში), ლიტერატურულ კონკურს "თუთას" ფინალისტი, საბავშვო ლექსების კონკურს "ბუკნაჭოს" გამარჯვებული (პირველი ადგილი). არის საჩხერის საპატიო მოქალაქე; გამოცემული აქვს თორმეტი წიგნი - მოთხრობებისა და ლექსების კრებულები, საბავშვო წიგნები, ისტორიული გამოკვლევები.

2021 წელს მიიღო პრემია ,,საგურამო’’ (საბავშვო მწერალი), არის იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი.

ბიბლიოგრაფია