Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიმონ ჩიქოვანი
მწერალი
date of birth 1902

1927 წელს დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

სწავლის პარალელურად  მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში. 1922 წელს თანამოაზრეებთან ერთად ს. ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი "საქართველო - ფენიქსი". 1924-1928 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: "H2SO4", "ლიტერატურა და სხვა", "დროული" და "მემარცხენეობა". ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის შემდეგ ს. ჩიქოვანი აქტიურად ჩაება  საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში. 1932 წელს  დაინიშნა გამომცემლობა "საბჭოთა მწერალის" მთავარ რედაქტორად.  ხოლო 1954-1960 წლებში  ს. ჩიქოვანი  ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორი იყო. მისი ლექსები თარგმნილია  მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

1944-1951 წლებში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.

1947 წელს მიიღო სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში.

ბიბლიოგრაფია