Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვაჟა შუბითიძე
ისტორიკოსი
date of birth 1959

1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1985 წელს ამავე  ფაკულტეტის  ასპირანტურა. იყო ილია ჭავჭავაძის სახელობის სტიპენდიანტი.

1986 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე;

სადისერტაციო თემა - "ეროვნებათშორისი ურთიერთობანი თანამედროვე საქართველოში", დაიცვა 1987 წელს.

2014 -2017 წლებში იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ვ. შუბითიძის ნაშრომებით "რა შეუძლია პოლიტიკაში კარგ იმიჯს" და "სამშობლოსმცოდნეობა" საქართველოში საფუძველი  ჩაეყარა მეცნიერების ორ მიმართულებას - იმიჯოლოგიას და სამშობლოსმცოდნეობას. არის "პროფესორთა  ლიგის" და საზოგადოება "დიდგორი  1121" ხელმძღვანელი, შუბითიძეთა გვარის თავმჯდომარე; მისი აქტიური მონაწილეობით გამოიცა ბაჩანა ბრეგვაძის მიერ თარგმნილი პლატონის "ტიმეოსი", ჰენრიკ იბსენის ორტომეული, სერვანტესის ორიგინალიდან  ნათარგმნი "დონ კიხოტი" (1994-1995); არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 17 წიგნის, აქედან 8 მონოგრაფიის და 5 სახელმძღვანელოს ავტორი; სხვადასხვა პროექტების ხელმძღვანელი და თანაავტორი.

2011 წელს მიიღო დავით აღმაშენებლის, ხოლო 2014 წელს ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია.

ბიბლიოგრაფია