Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მანანა შილაკაძე
ეთნოლოგი
date of birth 1938

დაიბადა 1938 წლის 8 თებერვალს.

1962 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1965-1969 წლებში პედაგოგად მუშაობდა ქ. თბილისის მე-8 სამუსიკო სკოლაში; 1962-2006 წლებში მოღვაწეობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, იყო ეთნოგრაფიაში სადისერტაციო საბჭოს სწავლული მდივანი, საქართველოს ეთნოგრაფიული ატლასის კომისიის მდივანი; 1968 წლიდან სხვადასხვა პერიოდში კითხულობდა ლექციების კურსს ეთნომუსიკოლოგიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში და თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებულ საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლეს სასწავლებელში. 1990-2004 წლებში იყო თბილისის ხალხური საკრავების მუზეუმის სწავლული მდივანი და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს წევრი; მონაწილეობდა საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში, აქტიურად ატარებდა საველე კვლევებს ეთნოგრაფიისა და ეთნომუსიკოლოგიის დარგში: სვანეთის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი გ. ჩიტაია, 1963); ხევსურეთის კომპლექსური ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ვ. ბარდაველიძე, 1963); თუშეთისა და ხევის კომპლექსური ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ვ. ბარდაველიძე, 1966 ); მთიულეთ-გუდამაყრის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ხელმძღვანელი ი. ჭყონია, 1967); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ბოლნისისა და მარნეულის რაიონები, ხელმძღვანელი გ. ჯავახიშვილი, 1969); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (დმანისისა  და თეთრიწყაროს რაიონები, ხელმძღვანელი გ. ჯავახიშვილი, 1970); ქვემო ქართლის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (გარდაბნისა და წალკის რაიონები, ხელმძ. ლ. ფრუიძე, 1971); გურიის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ოზურგეთის და ჩოხატაურის რაიონები, ხელმძ. ჯ. რუხაძე, 1971); გურია-აჭარის ეთნოგრაფიული ექსპედიცია (ლანჩხუთისა და ქობულეთის რაიონები, ხელმძ. ლ. ფრუიძე, 1972). ეთნომუსიკოლოგიის საკითხების კვლევისთვის მ. შილაკაძე ახორციელებდა ინდივიდუალურ მივლინებებს საქართველოსა და ჩრდილო-კავკასიის სხვადასხვა რეგიონში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი ქართულ, გერმანულ და რუსულ ენებზე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკა", დაიცვა 1967 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ქართულ-ჩრდილოკავკასიური ეთნოკულტურული ურთიერთობანი", დაიცვა 1991 წელს.

ბიბლიოგრაფია