Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნინო შვანგირაძე

date of birth 1917

დაიბადა 1917 წლის 14 სექტემბერს,

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

1948 წელს მუშაობდა საქართველოს სათეატრო მუზეუმის არქივის გამგედ. 1948-1951 წლებში შ. რუსთაველის სახ. თეატრალურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა თეატრის ისტორიის კაბინეტს. 1951-1960 წლებში იყო  შ. რუსთვაელის თეატრის მუზეუმის გამგე. 1960-1977 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალური საზოგადოების სამეცნიერო შემოქმედებით განყოფილებას. იყო ამავე საზოგადოების პრეზიდიუმის უცვლელი წევრი.  1983 წელს არჩეული იქნა პროფესორად. ნ. შვანგირაძეს თეატრალური ხელოვნების საკითხებზე გამოცემული აქვს 300-მდე საჟურნალო და საგაზეთო სტატია,

1967 წელს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თამარ ჭავჭავაძე", დაიცვა 1975 წელს.

ბიბლიოგრაფია