Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თენგიზ შარმანაშვილი
იურისტი
date of birth 1964

დაიბადა 1964 წლის 12 აგვისტოს.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1986-1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ თანამშრომელი; სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისი ურთიერთობათა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი (1992); 1992-1993 წლებში სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათშორისი ურთიერთობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების გამგე - მთავარი სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობის შემსრულებელი; 1993-1995 წლებში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ეროვნებების საქმეთა სამმართველოს უფროსი; 1995-1999 წლებში საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: პოლიტიკური ორგანიზაცია "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" (ედპ), საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო, თავმჯდომარის თანაშემწე (2000); საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი, მთავარი კონსულტანტის მოვალეობის შემსრულებელი (2000); 2004-2005 წლებში თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე; 2005-2006 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სამსახურის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი; 2006-2009 წლებში სსიპ. "ეფექტიანი მმართველობისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი" - ექსპერტი; 2009-2010 წლებში საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი; 2011-2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სიმხეთის რესპუბლიკაში; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და საარჩევნო დავების განყოფილების შტატგარეშე მოსამსახურე (2016). 2016 წლიდან მუშაობს პარლამენტის თავმჯდომარის მრჩევლად. მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის წოდება (2002) და სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანის დიპლომატიური რანგი.

ბიბლიოგრაფია