Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯონდო შარიქაძე
მათემატიკოსი
date of birth 1932

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1953 წლიდან იყო ლაბორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური მექანიკის კათედრაზე. 1957 წლიდან - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული და სტატისტიკური ფიზიკის კათედრის ასპირანტი; 1962 წელს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად; 2003 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; 1960-2009 წლებში იყო  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი. 2009 წლიდან - ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი.

ჯონდო შარიქაძე ჰიდრო-აეროდინამიკისა და მაგნიტური ჰიდროდინამიკის სპეციალისტი იყო. საქართველოში მან პირველმა დაიწყო გამოკვლევები მაგნიტურ ჰიდროდინამიკაში; მან შეისწავლა გამტარი გარემოს სასაზღვრო ფენის როგორც სტაციონარული, ასევე არასტაციონარული ამოცანების განტოლებების მიახლოებითი ამონახსნები, როგორც მუდმივი, ასევე ცვლადი გამტარებლობის გათვალისწინებით; მის მიერ შესწავლილია მაგნიტური ჰიდროდინამიკის მრავალი ამოცანა; მათ შორის, ბლანტი ელექტროგამტარი სითხის სტაციონარული და არასტაციონარული დინებები, მაგნიტური ჰიდროდინამიკის სასაზღვრო ფენის ამოცანა ძლიერი გაჟონვისა და ძლიერი მაგნიტური ველის შემთხვევაში და სხვ. შესწავლილია ბლანტი ელექტროგამტარი სითხის სტაციონარული და არასტაციონარული დინებები მილებში, მილის კედლის ფოროვნებისა და სითხის ტემპერატურის გათვალისწინებით; გამოკვლეულია ჰიდროდინამიკური მდგრადობისა და ბიფურკაციის საკითხები; ზოგიერთ ამოცანაში გათავლისწინებულია სითხის სითბოგამტარებლობა და ელექტროგამტარობა; იკვლევდა მათემატიკური მეცნიერების ისტორიის საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო სტატია, სამი სახელმძღვანელო, შვიდი მონოგრაფია და ხუთი ბროშურა. იგი მონაწილეობდა მრავალ კონფერენ­ციაში, როგორც საქართველოში, ისე საზღვარ­გარეთ. ჰქონდა მჭიდრო პროფესიული კონ­ტაქტები ქართველ და უცხოელ კოლეგებთან. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2003).

2002 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით. 2014 წელს მიიღო ღირსების ორდენი.

ბიბლიოგრაფია