Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ნოდარ შამანაძე
მწერალი, პოეტი
date of birth 1930

დაიბადა 1930 წლის 10 იანვარს.

1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1957 წელს ი. ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი, 1959 წელს კი სწავლა განაგრძო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში ქართული ფოლკლორის განხრით.

პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1950 წელს; ლექსთა პირველი წიგნი "სიჭაბუკის გზაზე" 1957 წელს; ეკუთვნის პოეტური ("სულმა სულში ჩაიხედა", 1964; "იმედის თეთრო ყვავილო", 1967; "შენთან ვიქნები", 1980) და პროზაული ("სამახარობლო", 1969; "მაღალი კოშკი", 1973; "ხე მრუდე და ხე მართალი, 1976; "ხათრიანი კაცი", 1977; "იმედის მთვარე", 1983), კრებულები, საბავშვო წიგნები, ნაშრომები ქართული ფოლკლორის საკითხებზე და სხვ.

2000 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

ბიბლიოგრაფია