Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მიხეილ ჭაბაშვილი
ენათმეცნიერი
date of birth 1916

1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

1941-1945 წლებში იყო დიდი სამამულო ომის მონაწილე; 1958-1965 წლებში საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის კომისიის სწავლული მდივანი; 1965 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლეკსიკოლოგიის განყოფილების გამგე; 1971 წლიდან ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის უფროსი სამეცნიერო რედაქტორი და სატრანსკრიფციო ჯგუფის ხელმძღვანელი (1982); ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის (ერთტომეულის, 1986) რედაქტორი; ძირითადად მუშაობდა ლეკსიკოგრაფიაში, აგრეთვე ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკის ნორმალიზაციის საკითხებზე; მონაწილეობდა სხვადასხვა დარგის სამეცნიერო ტერმინოლოგიის დამუშავებაში; შეადგინა უცხო სიტყვათა ლექსიკონი, რისთვისაც სხვებთან ერთად საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ბიბლიოგრაფია