Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გია ჭუმბურიძე
მთარგმნელი
date of birth 1951

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1975-1990 წლებში იყო მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობათა კოლეგიის უფროსი რედაქტორი; 1990-1992 წლებში საქართველოს მთარგმნელთა ასოციაციის რედაქტორ-კონსულტანტი; 1993-1996 წლებში CIPDD -ს გამოცემების მთავარი რედაქტორი; 2001-2003 წლებში ალმანახ CaucasUS-ის ქართულ-ამერიკული პროექტის გამოცემის რედაქტორი; 1995-2006 წლებში ინგლისურენოვანი ჟურნალ Georgia Profile-ის მთავარი რედაქტორი. არის ავტორი თარგმანებისა: ენტონი ბერჯესი, "მექანიკური ფორთოხალი" (1990); პატრიკ ზიუსკინდი, "ნელსურნელება" (ბ. კალანდაძესთან ერთად, 1999); ჯ. სელინჯერი, "კლდის პირზე, ჭვავის ყანაში" (2005); მოთხრობების, სტატიების, ესეების თარგმანებისა, მათ შორის: დენიელ კიზი, ფრანსის ბეკონი, იუკიო მისიმა, პოლ ჯონსონი, ზბიგნეე ბჟეზინსკი, ჯონ მილტონი, სალმან რუშდი, "მასონური სიტყვის კონა - მცირე ლექსიკონი" და სხვა.

ბიბლიოგრაფია