Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი კალანდია
ისტორიკოსი
date of birth 1975

1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1997 წელს იყო სტუდია "აუდიენციის" ჟურნალისტი; ამავე წელს მიღებული აქვს მედალი სტუდენტური მოღვაწეობისათვის; 2001 წელს იყო რადიო "აუდიენციის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი; 2002 წელს რადიო "იმედის" ახალი ამბების პროდიუსერი და ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტი; 2005 წელს ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ჩვენებურების" ავტორი; 2006-2008 წლებში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე; 2008 წელს სტუდია "TBC TV"–ის გადაცემა "ჩვენებურების" ავტორი; 2009 წლიდან არის საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი. 

დისერტაციის თემა – "ოდიშის საეპისკოპოსოთა ისტორია" – ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი, დაიცვა 2003 წელს. 2000 წლიდან არის დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდის თავმჯდომარე, მასმედიის განვითარებისა და დემოკრატიზაციის ასოციაციის თავმჯდომარე. 2006 წლიდან არის მსოფლიო მუზეუმთა გაერთიანება - ICOM, წევრი.

ბიბლიოგრაფია