Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვლადიმერ ზამბახიძე
კრიტიკოსი
date of birth 1902

1923 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი.

ჭაბუკობიდანვე ჩაება შრომით საქმიანობაში; მუშაობა დაიწყო გაზეთ "საბჭოთა მასწავლებლის" რედაქციაში; 1963 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის კათედრის პროფესორია; მისმა მეცნიერულმა და შემოქმედებითმა ინტერესებმა იგი აქცია ქართული პედაგოგიური აზროვნებისა და XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიის მკვლევარად; მისი ნაშრომებიდან აღსანიშნავია "ილია ნაკაშიძე", "ლიტერატურული წერილები", "დიდი სამოციანელი", "ნიკო ნიკოლაძის პედაგოგიური იდეები"; მან განსაკუთრებული ამაგი დასდო ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობისა და მემკვიდრეობის კვლევას; იგი იყო მის თხზულებათა მრავალტომეულის რედაქტორიც.

ბიბლიოგრაფია