Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მინდია უგრეხელიძე
იურისტი
date of birth 1942

1963 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1963-1976 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტში ჯერ უმცროსი, შემდეგ კი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე; 1975 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის დოცენტი, ხოლო 1995 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამედროვე სამართლის კათედრის გამგე. 1983 წელს დაინიშნა საქართველოს კპცკ-ის მეცნიერებისა და სასაწავლებლების განყოფილების გამგის მოადგილედ; 1986 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი; 1988-1990 წლებში იყო გაზეთ "კომუნისტის", 1990 წლიდან კი - გაზეთ "ახალ საქართველოს" რედაქტორი; 1990-1991 წლებში საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1999-2009 წლებში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პირველი ქართველი მოსამართლე; 2009 წლიდან ევროსაბჭოს სისტემაში მოქმედი თბილისის პოლიტიკური სკოლის ექსპერტი; 2021 წლიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მრჩეველი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი.

 საქართველოში და საზღვარგარეთ ქართულ და უცხოურ ენებზე გამოქვეყნებული აქვს 70-მდე ნაშრომი, მათ შორის 3 მონოგრაფია. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრემია (1991), უმაღლესი კვალიფიკაციის მოსამართლის წოდება (1991), არის ქ. ოსტინის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1991), ქ. ჰიუსტონის (აშშ) საპატიო მოქალაქე (1991), ქ. პასადენას (აშშ) საპატიო მოქალაქე (1996).

ბიბლიოგრაფია