Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გულბათ ტორაძე
ფილოლოგი
date of birth 1928

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის ისტორიის განყოფილება.

1953 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგად, 1976 წლიდან იყო  მუსიკის ისტორიის კათედრის გამგე.

სადისერტაციო თემა– "ქართული სიმფონიური პოემა ", დაიცვა 1969 წელს.

1952-1953 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, 1953 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო და კრიტიკულ–პუბლიცისტურ მოღვაწეობას.

1968-1973 წლებში იყო საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი.

1973-1976 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1976 წლიდან იყო ქართული ენციკლოპედიის მუსიკის სექციის  თავმჯდომარე. 

1967 წლიდან საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა, 1999 წლიდან ღირსების ორდენის კავალერი.

2016 წელს მიიღო საქართველოს კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო "ხელოვნების ქურუმი", ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ბიბლიოგრაფია