Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიქტორ რცხილაძე
თეოლოგი, ისტორიკოსი
date of birth 1941

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1966-1970 წლებში იყო ისტორიის მასწავლებელი სკოლაში;

1970-1975 წლებში ძეგლთა დაცვის სამმართველოს განყოფილების გამგე;

1975-1976 წლებში "ადამიანის უფლებათა დაცვისა" და "ჰელსინკის ჯგუფის"ერთ-ერთი დამაარსებელი, რის გამოც გადაასახლეს ყაზახეთში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა მუშაობა თბილისის სახელმწიფო მუზეუმში დაიწყო მეცნიერ თანამშრომლად. ამავე დროს მოღვაწეობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ჟურნალში "საღვთისმეტყველო კრებული", რომელშიც 1982 წლიდან აქვეყნებდა თარგმანებსა და ორიგინალურ თხზულებებს რელიგიის ფსიქოლოგიისა და საღვთისმეტყველო საკითხების შესახებ. 1988-1990 წლებში მერაბ კოსტავასთან ერთად გამოსცემდა ჟურნალს "ძველი ჭეშმარიტი". 1990-1991 წლებში უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის მიწვევით, იგი თეოლოგიის ისტორიაში კითხულობდა ლექციებს. 1992 წლიდან პირველი პარლამენტის შექმნამდე ყოფილი დისიდენტი სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა. იყო მის მიერვე დაარსებული ჟურნალის, "რელიგიის", რედაქტორი; ა. ბრუნერის "ფილოსოფიის ძირითადი საკითხების" გერმანულიდან თარგმნისთვის მიღებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართულ-ევროპული ინსტიტუტის საგანგებო პრემია (1994).

ბიბლიოგრაფია