Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრიგოლ რუხაია
მწერალი
date of birth 1949

1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1984 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული "ალვის ჩრდილი ერდოზე". მისი ლექსები, მოთხრობები და  ესსეები  სისტემატიურად იბეჭდებოდა სხვადასხვა ლიტერატურულ-საზოგადოებრივ ჟურნალებში. 2003 წელს გაზეთ "ტრიბუნაში" დაიბეჭდა მისი რომანი "სოკოები ცხუმის თავზე"; გ. რუხაია სხვადასხვა დროს მუშაობდა თსუ სტამბის რედაქტორად, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გაზეთის რედაქტორად, საქართველოს სპორტკომიტეტის სპორტული ალმანახის რედაქტორად, ჟურნალ "ნობათის" პასუხისმგებელ მდივნად, კულტურის სამინისტროს მეთოდურ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორად. სალიტერატურო გაზეთის პოეზიის განყოფილების რედაქტორად. ბოლო წლებში გრიგოლ რუხაია იყო დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალის "ამერ-იმერის" სარედაქციო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების რედაქტორი.

1990 წელს მიიღო საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, წლის საუკეთესო მოთხრობებისათვის - ხირჩლა, ყურშა და სხვანი: მოთხრობები / გრიგოლ რუხაია. - თბილისი : საბჭ. საქართველო, 1990.

2009 წელს მიიღო იოსებ გრიშაშვილის სახელობის პრემია,  2013 წელს კი - დავით აღმაშენებლის სახელობის პრემია.

ნაშორმები:

 

  • ალვის ჩრდილი ურდოზე, თბ.: მერანი, 1984.
  • ყამირელთა კვალდაკვალ, თბ.: განათლება, 1987.
  • შინაბერა: რომანი, თბ.: მერანი, 1990.
  • ხირჩლა, ყურშა და სხვანი: [ნოველები], თბ.: საბჭოთა საქართველო, 1990.

ბიბლიოგრაფია