Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ალექსანდრე რონდელი
დიპლომატი, პოლიტოლოგი
date of birth 1942

1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე ასპირანტურაში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ირანის ქალაქების ფორმირებისა და განვითარების ძირითადი საკითხები", დაიცვა 1974 წელს.

1968-1970 წლებში მუშაობდა ირანში; 1970 წლიდან გააგრძელა სწავლა ასპირანტურაში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა მასწავლებლად და 1983 წლიდან - დოცენტად. 1976-1977 წლებში სტაჟირება გაიარა ლონდონის (დიდი ბრიტანეთი) ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის გეოგრაფიის დეპარტამენტში; 1982 წელს სტაჟირება გაიარა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე; 1993-1994 წლებში სტაჟირება გაიარა ვუდრო ვულსონის სახელობის საზოგადოებრივ და საერთაშორისო საქმეთა სკოლაში (პრინსტონის უნივერსიტეტი, აშშ). 1991 წელს ალექსანდრე რონდელი იყო მიწვეული პროფესორი ემორის უნივერსიტეტში (აშშ); 1995 წელს - მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯში (აშშ); 1992, 1995 და 1997 წლებში - უილიამს კოლეჯში. 1993 წელს აირჩიეს ლონდონის სტრატეგიული კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის წევრად. 1991-1996 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კათედრის გამგე; 1997-2001 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორი; 2000 წელს  მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; 2002 წლიდან იყო საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

ნაშრომები:

 

  • საქართველო - რუსეთი უარყოფითიდან დადებით გაურკვევლობამდე. Georgia – Russia = from negative to positive uncertainty, თბ.: 2013.
  • პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში, თბ.: მეცნიერება, 2003.
  • საერთაშორისო ურთიერთობები, თბ.: თბილისის დამოუკიდებელი უნ-ტი, 1996.
  • ქალაქის გეოგრაფია. დამხმარე სახელმძღვანელო გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებისათვის, თბ.: თსუ გამომცემლობა, 1990.

ბიბლიოგრაფია